არჩილ თალაკვაძე: გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, მხარს ვუჭერთ ქალებს, რომლებიც საზოგადოების ცხოვრებაში ფასდაუდებელ შენატანს აკეთებენ

არჩილ თალაკვაძე: გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, მხარს ვუჭერთ ქალებს, რომლებიც საზოგადოების ცხოვრებაში ფასდაუდებელ შენატანს აკეთებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვას ავრცელებს.

“გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს!

ჩვენ ვამაყობთ ქალებით, რომელთაც 1919 წელს, საქართველოს პირველ პარლამენტში შექმნეს თანასწორობის კიდევ ერთი შთამბეჭდავი მაგალითი. მხარს ვუჭერთ დღევანდელ თაობას, ქალებს, რომლებიც საზოგადოების ცხოვრებაში, პოლიტიკაში, განათლების სფეროში, ეკონომიკაში და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ფასდაუდებელ შენატანს აკეთებენ.

თქვენი ხმა, რომ წერტილი დაესვას ძალადობას, რომ ქალთა უფლებები და არჩევანი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს განუხრელად – ძლიერია და შესმენილი უნდა იყოს სახელმწიფოს ყველა დონეზე, დაგვიანების გარეშე!”,- ნათქვამია მილოცვაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები