არჩილ თალაკვაძე – ეს გახლავთ მიზანმიმართული ჭორი

არჩილ თალაკვაძე – ეს გახლავთ მიზანმიმართული ჭორი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მიზანმიმართული ჭორია.

“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, ეს გახლავთ მიზანმიმართული ჭორი. მე ვთქვი, რომ თბილისს გამორჩეული მერი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრს სურს მერად კვლავ კახა კალაძე იხილოს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები