არჩილ თალაკვაძე – დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი ასრულებს ძალზედ პოზიტიურ როლს

არჩილ თალაკვაძე – დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი ასრულებს ძალზედ პოზიტიურ როლს

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი ასრულებს ძალზედ პოზიტიურ როლს პროცესში. როგორც ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა, აბსოლუტურად მომავლის ხედვით და პასუხისმგებლიანად მონაწილეობს ამ პოლიტიკური დიალოგის შემდგომ უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც მიშელის დოკუმენტზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად უყურებს ამ პროცესს და თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად.

„ძალზედ საინტერესო დისკუსია გვქონდა მასთან, განვიხილეთ ყველა ის წინაპირობა და პროცესი, რაც გამოვიარეთ, დიალოგი, რომელიც იყო და უდავოა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და შემდგომმა მოლაპარაკებებმა, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით, პოზიტიური როლი შეასრულა, რომ საქართველოს პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული. ცხადია, ამ ყველაფერმა წერტილი დაუსვა, რომელიმე ერთი ოპოზიციური პარტიის მონოპოლიას მთელ ოპოზიციაზე. დღეს, სწორედ ამიტომ, ქვეყანას აქვს მეტი რესურსი რომ ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ვემზადებით თავისუფალი, დემოკრატიული თვითმმართველობის არჩევნებისთვის”, – აცხადებს თალაკვაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები