არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციაში გადაასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციაში გადაასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციაში გადაასვენებენ.
ოსური მხარის ინფორმაციით, მათ შესაბამისი ექსპერტიზა ადგილზე ვერ ჩაატარეს, რის შემდეგად აუცილებელი გახდა ცხედრის რუსეთში გადასვენება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, ახალგორში დააკავეს.
ოსური მხარის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ციხეში კიბეზე დავარდა და გარდაიცვალა.
თუმცა, მალევე გაჩნდა ახალი ვერსია, რომ თითქოს 35 წლის მამაკაცს გული გაუსკდა.
ამ დროისათვის უცნობია, როდის გადმოასვენებენ საქართველოში არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები