არჩილ ტატუნაშვილის მამა, მისი შვილის გარდაცვალების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

არჩილ ტატუნაშვილის მამა, მისი შვილის გარდაცვალების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

არჩილ ტატუნაშვილის მამა, მისი შვილის გარდაცვალების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს. გარდაცვლილის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერაა მოკლული.
„ჩემი ვარაუდი ის არის, რომ ჩემი შვილი მოკლულია. აქვე დაადეს ხელზე ბორკილები, ახალგორში და ისე წაიყვანეს. სავარაუდოდ, გზაში მოხდა შეხლა-შემოხლა, არც ეს არის გამორიცხული, რომ ბოღმისგან გული გაუსკდა“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
ჯერჯერობით კვლავ უცნობია დაზუსტებული ინფორმაცია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის იზოლატორში, საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას.
„აქ ხომ ჩაუტარდება ექსპერტიზა და ყველაფერი გაირკვევა“,- აღნიშნა გარდაცვლილის მამამ.
ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ცხედარი დღეს გადმოასვენონ. გარდაცვლილის ახლობლები შიშობენ, რომ გადმოსვენებას საოკუპაციო რეჟიმი განგებ აყოვნებს, რათა რეალური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდეს და ვერ მოხერხდეს იმის დადგენა, თუ რა გარემოებებში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კვლავ ოკუპირებულ ახალგორში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე. არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ახალგორში დააკავეს. ინციდენტიდან მალევე, ცხინვალის რუსულმა რეჟიმმა გაავრცელა განცხადება, რომ არჩილ ტატუნაშვილი წაიქცა და გარდაიცვალა. თუმცა, მალევე გაჩნდა ახალი ვერსია, რომ თითქოს 35 წლის მამაკაცს გული გაუსკდა

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები