არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებიდან ზუსტად 6 წლის თავზე, მმართველმა გუნდმა საქმიანობა შეაჯამა.

არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებიდან ზუსტად 6 წლის თავზე, მმართველმა გუნდმა საქმიანობა შეაჯამა.

არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებიდან ზუსტად 6 წლის თავზე, მმართველმა გუნდმა საქმიანობა შეაჯამა.

პარტიის ოფისში დილიდან ქართული ოცნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. იქ იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის სახელით კი განცხადება გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

„დემოკრატიული გარდატეხა“- ასე აფასებს მმართველი პოლიტიკური ძალა 6 წლის წინ მოპოვებულ გამარჯვებას. ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას შედარებისათვის ყოფილი ხელისუფლების მმართველობაც შეახსენა. დღეს გამართულ შეხვედრას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

ეკონომიკური ფონი, სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობა ხელისუფლების მთავარ გამოწვევებად რჩება. მიღწევებად კი ადამიანის უფლებების დაცვა, ელიტური კორუფციის აღმოფხვრა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს პროგრესი და მედიის თავისუფლება სახელდება.

ოპოზიცია თავის მხრივ მმართველი გუნდის შეფასებებს არ იზიარებს. ქართული ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საგანგებო ბრიფინგებით გამოეხმაურა და მმართველი გუნდი გააკრიტიკა.

მათ ქართულ ოცნებას პოლიტიკური აქცენტები დაუწუნეს, თუმცა მმართველი გუნდი ამ შეხედულებას არ იზიარებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები