არჩევნების მშვიდ გარემოში გასამართად 4 000-ზე მეტი თანამშრომელი ტრენინგს გაივლის

არჩევნების მშვიდ გარემოში გასამართად 4 000-ზე მეტი თანამშრომელი ტრენინგს გაივლის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში გასამართად უწყების თანამშრომლები ტრენინგს გაივლიან.

შსს აცხადებს, რომ მასში 4000-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას – სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეები.

„ონლაინტრენინგის მიზანია სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება, საფრთხეებისა და რისკების დროული გამოვლენა, მათი შეფასება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სამართალდარღვევაზე სწორი რეაგირება.

სწავლების მონაწილეები განიხილავენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნული ბრძანების თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები. ამასთან, განსაზღვრულია პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მკაცრად დაცვის ვალდებულება. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ახალი კორონავირუსით(SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ რეკომენდაციებზე”,– წერს შსს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები