არჩევნების მეორე დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა.

არჩევნების მეორე დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა.

არჩევნების მეორე დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. ალეკო ელისაშვილმა რომელმაც ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ხმების 17% მიღება შეძლო და მეორე ადგილზე გავიდა, თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აქცენტი არჩევნებში უთანასწორო ბრძოლაზე გააკეთა:

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ათიათასობით ადამიანის, თბილისელების მხარდაჭერა, რომლებიც მოვიდნენ და ხმა ჩემს გუნდს და მე მომცეს. მათ ხმა მისცეს უკეთეს თბილისს. ჩვენ ძალით არავინ არ მოგვიყვანია არჩევნებზე, ისინი საკუთარი სურვილით და ქალაქის სიყვარულით მოვიდნენ.“- განაცხადა ელისაშვილმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის გუნდის წევრებს და იმ ადამიანებსაც, ვინც მის დამკვირვებლებად უანგაროდ მუშაობდნენ.

ელისაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა ხერხი გამოიყენა იმსითვის, რომ თავის კანდიდატს გაემარჯვა და მიუხედავად ასეთი მცდელობისა კახა კალაძემ მეორე ტურიდან თავის დაღწევა მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით შეძლო:

„ბრძოლა წინასაარჩევნო პერიოდში იყო ძალიან უთანასწორო, ერთი მხრივ იყო ათეულობით მილიონი, სახელისუფლებო მედიის უზარმაზარი მხარდაჭერა, ჩემი ანტიპიარი, უშიშროების ჩართულობა, სახელისუფლებო პარტია ერეკებოდა ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე, ამ უთანასწორობის მიუხედავად “ქართული ოცნება” გაძვრა და „ოცნების“ კანდიდატი დაუსხლტა მეორე ტურს მხოლოდ და მხოლოდ 1%-ით, რამდენიმე ათასი ხმით. თანაბარ ბრძოლაში შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა. თუმცა ამის მიუხედავად ცესკოს შედეგები არის ოფიციალური, აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი, მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, რომ არ გევლაპარაკა სიძულვილით და გველაპარაკა იდეებზე. ეს კულტურა იმასაც გულისხმობს, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება, ამდენად მე გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს, ვუსურვებ რომ ის იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი, ამით იმის თქმაც მინდა, რომ მე ვიბრძოდი არა სავარძლისთვის, არამედ უკეთესი ქალაქისთვის, თუ კახა კალაძე მოახერხებს რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები ამ ყველაფერს.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები