“არავისთვის საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ არ ვართ შემოსულები”

“არავისთვის საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ არ ვართ შემოსულები”

პარლამენტის წევრი და “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პარლამენტის დარბაზიდან ოპოზიციას მიმართავს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მიესალმება ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლას და ეს ადრეც უნდა გაეკეთებინათ.

“კარგია, რომ ოპოზიციების ადგილები შეივსო, ადრე ჯობდა რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ჩვენ, ალბათ იცით, თებერვლის დასაწყისში შემოვედით მე და იოსელიანი, “ევროპელი სოციალისტების” შემდეგ. დღეს 27 აპრილია.

ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი ჭუჭყი მოვისმინეთ და ავიტანეთ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი გადაწყვეტილების გამო, იმის გამო, რომ აქ შემოვედით. ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ ზოგიერთისგან აქ რომ არის წარმოდგენილი, გარეთ რომ არიან იმათაც ვგულისხმობ რა თქმა უნდა, იმათ სრულად.

ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით და რატომ? იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვიყვარს და ვიცოდით, რომ ჩვენი შემოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და მეორე მიზეზი, რატომაც ვითმენდით იყო ის, რომ ვიცოდით, რომ დღევანდელი დღე მოვიდოდა და მხოლოდ 6 კაცი ოპოზიციიდან არ ვიქნებოდით ამ დარბაზში წარმოდგენილები, აი ამიტომ ვითმენდით.

წარსულზე არ ვილაპარაკოთ, წინ ვიყუროთ, ქვეყანაზე ვილაპარაკო, ხალხზე და ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთი რამ, რაც გამიხარდა არის ის, რომ ზოგ-ზოგიერთი, ვინც გაშმაგებული გვლანძღავდა ამ თვეების განმავლობაში, უკან რომ დაჯდა კარგია, ე.ი. ჰქონიათ მათ რაღაც ადამიანური. წინ რომ დამჯდარიყვნენ თვალს ვერ გაგვისწორებდნენ და იმიტომ.

არავისთვის საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ ჩვენ არ ვართ შემოსულები, ხალხის სამსახურისთვის შემოვედით,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები