“არასამთავრობოებმა დიდი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ, როცა ასეთ მძიმე ბრალდებებზეა საუბარი”

“არასამთავრობოებმა დიდი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ, როცა ასეთ მძიმე ბრალდებებზეა საუბარი”

„ქართული ოცნების“ დეპუტატის აკაკი ზოიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის თაობაზე დიდი ტყუილია.

„არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებში. მათ თითოეულ განცხადებასა და ქმედებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ეძლევა. ამიტომ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ, როცა ასეთ მძიმე ბრალდებებზეა საუბარი. ის, რომ ყალბი პირადობის მოწმეები იბეჭდება, ალბათ, ძალიან დიდი ტყუილია, მაგრამ გებელსის პრინციპით, რაც უფრო დიდია ტყუილი, ადამიანმა ის შეიძლება უფრო ადვილად დაიჯეროს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგრძნო, რომ არჩევნების მეორე ტურში მათი მდგომარეობა უიმედოა, მზადება გაყალბების სცენარისათვის დაიწყო. ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი აზრის წინასწარი შემზადება“, – განაცხადააკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები