არასამთავრობო სექტორის აზრით, შექმნილი მდგომარეობის პირობებში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უნდა მოაწეროს.

არასამთავრობო სექტორის აზრით, შექმნილი მდგომარეობის პირობებში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უნდა მოაწეროს.

არასამთავრობო სექტორის აზრით, შექმნილი მდგომარეობის პირობებში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უნდა მოაწეროს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, გია გვილავას განცხადებით, კანონში არსებული ჩანაწერი შეიძლება განიმარტოს იმდაგვარად, რომ გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლება საბჭოს მდივანს მიენიჭოს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

„კანონში არის ჩანაწერი – როდესაც თავმჯდომარე არ არის, ვერ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს, მაშინ მდივანს აქვს უფლება მოაწეროს ხელი სხვადასხვა დოკუმენტს და ალბათ, ამ შემთხვევას შეიძლება მიეცეს ასეთი ინტერპრეტაცია. შეიძლება განმარტება გაკეთდეს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ ასრულებს მოვალეობას. ამ მუხლის მიზანი სწორედ ის არის, რომ არ შეფერხდეს საბჭოს მუშაობა. თუ განმარტებები არ იქნება, ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რადგან პროცესის დამკვირვებლებმა, საზოგადოებამ და პირველ რიგში, თავად მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რატომ ჭიანურდება პროცესი“, – განაცხადა გვილავამ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაძლოა, კანონის დარღვევის რეალობის წინაშეც დადგეს – „კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაზე ხელი არ იქნება მოწერილი, ხოლო ამ დროს რომელიმე მოსამართლეს ამოეწურება 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა და არ დაინიშნება უვადოდ, საბჭო კანონს დაარღვევს“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელის თქმით, აუცილებელია, რომ კანონი ამ მხრივ დაიხვეწოს, ვინაიდან გამოჩნდა, რომ შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კაზუსის წინაშე აღმოჩნდეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლე უვადოდ 20 ოქტომბერს გაამწესა. ამ გადაწყვეტილებას ხელს ამ დრომდე არ აწერს საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე იუსტიციის საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ზეწოლას ახდენენ.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები