არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეები თბილისის ზღვაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეები თბილისის ზღვაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეები თბილისის ზღვაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. ამ მიზნით დღეს აქცია სლოგანით „იცურე მშვიდად“ მოეწყო. კამპანიის მონაწილეები ეგრეთ წოდებული კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წყალსაცავს მდინარე იორი უერთდება, შესაბამისი საინფორმაციო აბრების განთავსების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მათი განცხადებით, თბილისის მერიამ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს. თბილისის ზღვის ამ მონაკვეთში უბედური შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები