არასამთავრობო ორგანიზაცია საპოლიციო საქმიანობაში ეკოდამზოგავი ტრანსპორტის გამოჩენას მიესალმება

არასამთავრობო ორგანიზაცია საპოლიციო საქმიანობაში ეკოდამზოგავი ტრანსპორტის გამოჩენას მიესალმება

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციას 100 ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი იაპონური გრანტით გადაეცა. ავტომობილების ნაწილი ელექტროა, ნაწილი კი ჰიბრიდი. პოლიციის საქმიანობაში ეკოდამზოგავი ტრანსპორტის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით, „კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაციას „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ დაუკავშირდა.

„ბუნებრივია, მისასალმებელია ის პრაქტიკა, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა ჰიბრიდული ავტომობილების გამოყენებასთან დაკავშირებით. მან ასევე, განაცხადა, რომ ფიქრობდნენ, ეს ავტომობილები მთავრობის წევრებისთვის ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს ტრანსპორტი პოლიციის საქმიანობაში გამოიყენონ. ვფიქრობთ, რომ ორივე პრაქტიკა ძალიან სწორია, იმიტომ, რომ როდესაც მთავრობა განწყობილია ეკონომიური და ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენებისკენ, ამ პრაქტიკას ნერგავს – ეს უკვე კარგი დასაწყისია. გარდა ამისა, დღეს ჩვენი ყურადღება მიიპყრო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულმა აქცენტმა. გახარიას მიერ საგზაო უსაფრთხოების კომპონენტები პრიორიტეტულ საკითხთა შორის იქნა დასახელებული. მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის გარეშე ძალიან რთულია რამის მიღწევა. აბსოლუტურად ვეთანხმებით, მჭიდრო კომუნიკაცია გვჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ჩვენს გზებზე. წელს, წინა წლებთან შედარებით, 14%-ით შემცირდა ავტოავარიების რიცხვი ჩვენს გზებზე – ეს ძალიან დიდი პროგრესია.” – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციას „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელმა – ეკატერინე ლალიაშვილმა.

დღესვე, საკომიტეტო მოსმენაზე, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით – „ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, გარკვეული წინსვლა და პროგრესი გვაქვს სტატისტიკის მიმართულებით, თუმცა დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების რიგებში ვართ. აქ სასწრაფოდ არის ტექნოლოგიური კომპონენტი შემოსატანი, რითიც, ადმინისტრირების გამკაცრებასთან ერთად, ალბათ, საკანონმდებლო ნაწილის გამკაცრებაც მოგვიწევს“.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები