არასამთავრობო ორგანიზაცია მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს

არასამთავრობო ორგანიზაცია მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

ორგანიზაციის წევრები დარღვევებზე, მათ შორის მუქარისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტზე გაამახვილებენ ყურადღებას. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევა არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე პერიოდს მოიცავს. პრეზენტაცია დღეს 11 საათზე გაიმართება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში 12 ნოემბერს გაიმართება.

მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები