„არაფერი შეფერხდება, არ დგას ასე თემა, არანაირი შეფერხება ანაკლიის პროექტს არ ემუქრება“

„არაფერი შეფერხდება, არ დგას ასე თემა, არანაირი შეფერხება ანაკლიის პროექტს არ ემუქრება“

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრა მას აძლევს იმედს, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბანკებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.

ჯაფარიძის თქმით, ის ყველა მხარისგან ხედავს თანამშრომლობისთვის მზადყოფნას.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ტვირთების მოძრაობის რისკების დაზღვევას შეეხებოდა.

“საზოგადოდ არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, ეს არის ძალიან დამაიმედებელი. იმ ტემპით და იმ რესურსებით, რომლებიც მოზიდულია ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწევთ.

ტვირთბრუნვის გარანტიაზე არ არის საუბარი, ლაპარაკი არის ტვირთების მოძრაობის რისკის დაზღვევაზე, ვეძებთ მექანიზმებს როგორ შევქმნათ ეს საგარანტიო მექანიზმი. დღეს არ იყო ამ დილის შეხვედრის ამოცანა, რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია, ამ დილის შეხვედრის ამოცანა იყო სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში, ამისთვის საფუძვლის მომზადება და ეს გაკეთებულია. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი იქნება. არაფერი არ შეფერხდება მეგობრებო, არ დგას ასე თემა, არანაირი შეფერხება პროექტს არ ემუქრება სამუშაო პროცესია,”- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები