თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა:
“არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და არც პროექტის შეთანხმება მომხდარა. რუსთაველის გამზირი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია თითოეული ჩვენგანისთვის, შესაბამისად, ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება არ და ვერ მოხდება. თუ რაიმე პროექტის მშენებლობა დაიგეგმება, ეს გახდება საერთო განხილვის საგანი”.
კატეგორიები:
საზოგადოება