“არანაირი განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, მათ მარცხი განიცადეს”

“არანაირი განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, მათ მარცხი განიცადეს”

“ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით, ახლა “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

ირაკლი კობახიძის განვცხადებით, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება შევა თუ არა ეს პარტია პარლამენტში, რადგან მისივე თქმით, მათ უკვე მარცხი განიცადეს.

რაც უნდათ ის გააკეთონ, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება შემოვლენ თუ არა ისინი პარლამენტში. თავიანთ პოზიციებში თანმიმდევრულები არ არიან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, მაგრამ მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა. ეს კი ბუნებრივია, მათი მარცხია საბოლოოდ. მიშელის დოკუმენტი კი ჩვენი გამარჯვება იყო.

“ნაციონალურ მოძრაობას” ახლა აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები