არაადეკვატური განცხადებაა, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას.

„არაადეკვატური განცხადებაა. რას ნიშნავს ზურგი შეაქცია, რომ არ გადავეფარეთ, თუკი მას რაიმე მართლაც ჩადენილი აქვს? ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას” არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს. უზნეო კამპანია რომ მიმდინარეობს, ეს არის შემაძრწუნებელი. ერთმა უღირსმა ადამიანმა ეს კამპანია დაიწყო და აიტაცა ყველამ. გაურკვეველი პიროვნებები გამოდიან და ამ თემაზე ლაპარაკობენ. ამ მხრივ ყიფიანს თანადგომასაც ვუცხადებთ, მაგრამ გამოძიებას უნდა მისცეს ჩვენებები და გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს მისი ბრალეულობის ხარისხი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“არ შეიძლება ლევან ყიფიანის მიმართ ზურგის შექცევა და ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, შესაძლებლობა და იმედი, რომ თანამებრძოლები მას არ მიატოვებენ “, – აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები