არა მგონია, რომ უმრავლესობის შიგნით რაიმე სისტემური პრობლემა იყოს-აკაკი ზოიძე

არა მგონია, რომ უმრავლესობის შიგნით რაიმე სისტემური პრობლემა იყოს-აკაკი ზოიძე

ყველას აქვს საკუთარი აზრი და არა მგონია, რომ უმრავლესობის შიგნით რაიმე სისტემური პრობლემა იყოს, –ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გუშინდელ განცხადებას და შემდგომ პროცესებს.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, დეპუტატებს აქვთ ვალდებულებები იმ ფასეულობათა მიმართ, რის გამოც ამომრჩეველმა “ქართული ოცნება” აირჩია.
მისი თქმით, თუკი ამ ფასეულობებში განსხვავებები შეიქმნა, წესიერმა ადამიანმა უნდა დატოვოს უმრავლესობა.
“ადამიანებს აქვთ საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ეს ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნის საფუძველი არ არის. ყველას აქვს საკუთარი აზრი და არა მგონია, რომ უმრავლესობის შიგნით რაიმე სისტემური პრობლემა იყოს. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის ცალკეული ადამიანების დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, ზოგიერთი მათგანი არის ცოტა ემოციური, ცოტა დაჩქარებული, მაგრამ ეს არის თითოეულის პირადი საქმე”, – განუცხადა ზოიძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე, ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩევის გამო, უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ ფოფხაძემ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები