არ უნდა ვუშვებდეთ ქვეყანაში ინვესტორებს, რომლებიც მინიმალურ სტანდარტებს არ ასრულებენ – სალომე ზურაბიშვილი

არ უნდა ვუშვებდეთ ქვეყანაში ინვესტორებს, რომლებიც მინიმალურ სტანდარტებს არ ასრულებენ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია და მიუღებელია, რომ კანონში შესაბამისი ჩანაწერები არ იყოს.

„ყველას გვაწუხებს შრომის უსაფრთხოება. სულ გვესმის, რომ მოხდა რაღაც დიდი ტრაგედია. განვითარებული ქვეყნისთვის მოუღებელია, რომ ჩვენ კანონში არ გვქონდეს ყველა ის საჭირო კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს მათ უსაფრთხოებას, მაგრამ არა მხოლოდ კანონში არამედ პრაქტიკაშიც უნდა იყოს ეს გადატანილი. ჩვენ არ უნდა ვუშვებდეთ ქვეყანაში ინვესტორებს, რომლებიც არ ასრულებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში მოეთხოვებათ მათ. ამავე დროს უნდა შევინარჩუნოთ ინვესტიციების შემოდინება, ეს გვჭირდება”,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები