“არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, რადგან ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, განსაცდელი ეს არის გზა სასუფევლისკენ”-ილია მეორე

“არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, რადგან ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, განსაცდელი ეს არის გზა სასუფევლისკენ”-ილია მეორე

“არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, რადგან ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, განსაცდელი ეს არის გზა სასუფევლისკენ”, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბზობას. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები, ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა ჩვენი უფალი – იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში და წერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი და მთელი ქალაქი ადიდებდა უფალს და ხვდებოდნენ, როგორც მეფეს. „ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“. მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და ტიროდა, იგი ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც ერთ დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა, „ „ჯვარს აცვი იგიო“.

არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს. განსაცდელი – ეს არის გზა სასუფევლისკენ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს, ” – აღნიშნა ილია მეორემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები