არ უნდა ჩავვარდეთ იმ ცდუნებაში, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მთავრობისთვის მოსახერხებელი კანდიდატურა ვეძებოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას ბიოგრაფიაში არის მონაცემები, რომელზეც პოზიტიურად მსჯელობა შეიძლება.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც წარმოადგინეს ეს კანდიდატურა, ხშირ შემთხვევაში არიან დაპირისპირებულნი იმ პოზიციას, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, მაგრამ სწორედ ამ დაპირისპირებაში უნდა ვეძებოთ ოქროს შუალედი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.  ჩვენთვის მოსახერხებელი სიტუაციის შექმნა არც ქვეყანას გამოადგება და სერიოზულ პრობლემებსაც წარმოშობს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ნინო ლომჯარიას კანდიდატურა არ ჩავარდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები