“არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის რეჟიმში ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა”

“არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის რეჟიმში ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა”

არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის რეჟიმში ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, მიხეილ სარჯველაძე და დავით სერგეენკო კვლავ აპირებენ მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ ელოდება ჩემს მისვლას, მისი ჯანმრთელობის გარანტი არის ის ბრიგადა რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილზე, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც არის მიხეილ სააკაშვილის ხელში, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. დესტრუქციული გზით სიარული, არეულობა და დაძაბულობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს. არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის რეჟიმში ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები