“არ შეიძლება, ლეგიტიმური არჩევნების შედეგები ახალი დადასტურების აუცილებლობის წინაშე დააყენო”

“არ შეიძლება, ლეგიტიმური არჩევნების შედეგები ახალი დადასტურების აუცილებლობის წინაშე დააყენო”

შარლ მიშელის შეთანხმების მხარეებს ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა იყო მისაღები ან მიუღებელი საზოგადოებისთვის. მე ნათქვამი მქონდა კიდევაც – ჩემთვის გაუგებარია ერთი პუნქტი, რომელიც ეხება 43%-იან მაჩვენებელს, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„არჩევნები ლეგიტიმურად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მე მგონია, რომ არ შეიძლება ზოგადად ლეგიტიმური არჩევნების შედეგები ახალი კითხვის ქვეშ და ახალი დადასტურების აუცილებლობის წინაშე დააყენო. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა მოგცა ხმა, მაგრამ შენ მას ეუბნები, რომ კიდევ უნდა დაამტკიცო ის, რომ ეს ხმა შენ მე მომეცი. ჩემი აზრით, დემოკრატიული არჩევნების თეორიაში ეს არ ჯდება. მე არაფერს უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ იყო დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც არ შეიცავდა ამ 43%-ს და მმართველმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა. შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ვერსიას, სადაც ეს პუნქტი უკვე ასახული იყო. ცხადია, მე უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობის ასე ადვილად დათმობა ძალიან სახიფათოა.“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები