არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან-გიორგი მარგველაშვილი

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ მიიჩნევდა, რომ ისინი შესაწყალებლები არიან, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მიუდგებოდა.
„2013 წელს დავამთავრე დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მართლა დავამთავრე 2013 წელს, რადგან მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მსახური. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთ სამსახურში – ემსახურება ქართველ ხალხს. ბუნებრივია, მე შეწყალების პროცესში არანაირად არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს.
არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ კი და რატომ – არა. მაგრამ რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით. საერთოდ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომ ციხეში ზის, რომელ პარტიაში ირიცხება?!“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პრეზიდენტს დარბაზში დაბრუნება არ სურს.

ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილმა მიჰყიდა ალიევს დავით გარეჯი! – ალიევმა კი „აზერბაიჯანის ალბანური“ მემკვიდრეობის კულტურულ ცენტრად გამოაცხდა
