“არ მახსოვს რომელიმე ოპოზიციის ლიდერი, რომელიც დაკავებული ან საპყრობილეში იყო“ – თინა ბოკუჩავა
“ეს არ არის ნორმალური არჩევნები, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს. ეს არის არჩევნები, სადაც კანდიდატებს იჭერენ, სადაც კანდიდატებს ისე ხსნიან რეგიონებში, რომ უცებ გადაწყვეტენ ისინი აღარ იყარონ კენჭი და ეს ხდება იმიტომ, რომ სუსი პირდაპირ აშინებს ან ძალადობით, ან სამსახურიდან გაგდებით. ეს არ არის ორიგინალური არჩევნები და ესეც უნდა გავითვალისწინოთ”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ დიანა ტრაპაიძის გადაცემაში.
წამყვანის რეპლიკაზე, “ბევრად უფრო მძიმე არჩევნებშიც გამარჯვებული ოპოზიცია გვინახავს”, თინა ბოკუჩავამ უპასუხა: “რომელ არჩევნებზე საუბრობთ?! მე არ მახსოვს არჩევნები, სადაც მაგალითად მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი იყო გაგდებული ქვეყნიდან, ან დაკავებული, თქვენ გახსოვთ? თუ გახსოვთ, იქნებ შემახსენოთ, მე ნამდვილად არ მახსოვს. აი, ბიძინა ივანიშვილი რომ დაეჭირა ერთიან” ნაციონალურ მოძრაობას”, იმიტომ რომ ის კანონს არღვევდა, ან გაეგდო ქვეყნიდან, მაშინ შეგეძლოთ რაღაც გარკვეულ პარალელზე გესაუბრათ. მე ნამდვილად არ მახსოვს რომელიმე ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ან დაკავებული იყო ან საპყრობილეში იყო, როგორც ახლა არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ან გაძევებული ყოფილიყო ქვეყნიდან“.
მსგავსი სიახლეები

გია ვოლსკი: პირველად ვხედავ პოლიტიკოსებს, რომლებიც მიტინგებს აწყობენ, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს
