“არ დაგიმალავთ, რომ გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის პრობლემური”-კახა კალაძე

“არ დაგიმალავთ, რომ გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის პრობლემური”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უმკაცრესი ზომები უნდა იყოს მიღებული ნარკორეალიზატორების მიმართ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ნარკოპოლიტიკა ის უნდა შეიცვალოს. თუ როგორ, რა ფორმით, ამასთან დაკავშირებით გუნდში იქნება მსჯელობა და ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.
არსებული ნარკოპოლიტიკა არის სერიოზული პრობლემა და მგონია, რომ ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდების დაცვას ნარკოტიკებისგან. უმკაცრესი ზომები უნდა იყოს მიღებული ნარკორეალიზატორების მიმართ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები

„სამშენებლო კომპანია “L ჯგუფის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს დღეებში უნდა ყოფილიყო მზად.

თურქული ავიაკომპანია „ატლას გლობალი“ 26 აპრილიდან სტამბოლიდან თბილისში რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს.
