“ არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა”

“ არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა”

არ არსებობს არც ერთი კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„არ არსებობს არც ერთი კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა. სწორედ ასე მოიქცა პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი დაასრულა.

სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ეს ვალდებულება არის სხვა პატიმრების მიმართაც, პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მას ეჭვი ეპარება ცენტრ „ემპათიის” კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაში.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნას. არ მგონია, იქ ყოფილიყო მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ შეიძლება. მე ასეთი რამ არ მინახავს. რაც შეეხება „ემპათიას“ მათ კომპეტენციაში და კეთილსინდისიერებაში ნამდვილად მეპარება ეჭვი“, -აღნიშნავს პაპუაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები