Apple ახალი სმარტფონის iPhone 8-ის პრემიერას 12 სექტემბერს გეგმავს.

Apple ახალი სმარტფონის iPhone 8-ის პრემიერას 12 სექტემბერს გეგმავს.

Apple ახალი სმარტფონის iPhone 8-ის პრემიერას 12 სექტემბერს გეგმავს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს იქნება ყველა წინამორბედისგან რადიკალურიად განსხვავებული მოდელი, რომელიც Apple-მა მომხმარებლებს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოუმზადა. როგორც ცნობილია, ახალი სმარტფონი მიიღებს უსადენო დატენვის ფუნქციას, სახის ამომცნობ ფუნქციას,

გადახრილ ეკრანს – პირველად, და ასევე პირველად ინტეგრირებულ “ჰოუმ” ღილაკს. ახალი სმარტფონის გამოცემა iPhone 7s და 7s Plus-თან ერთად იგეგმება, რომლებიც მოქმედი მოდელების გაუმჯობესებული ვარიანტები იქნება.

სიახლის წინასწარი შეკვეთების მიღება 15 სექტემბერიდან დაიწყება, ხოლო დახლებზე 22 სექტემბრიდან გამოჩნდება. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში iPhone 8 ლიმიტირებული რაოდენობით გამოვაროგორც მოსალოდნელია მისი ფასი 1000 დოლარი იქნება და კომპანიის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი და მოქმედ „7“-იანზე 54%-ით ძვირი ეღირება. ახალი სმარტფონი სამ ფერში იქნება წარმოდგენილი : თეთრი, შავი, სპილენძისფერი ან ოქროსფერი.

სმარტფონის პრემიერა კალიფორნიაში მდებარე კომპანიის სათავო ოფისში Apple Park-შია დაგეგმილი და ისიც აღსანშნავია, რომ საპრემიერო ღონისძიებაზე კომპანია Apple სმარტფონების გარდა, ასევე წარადგენს: მესამე თაობის Apple Watch-ს და 4K რეზოლუციის მქონე Apple TV-ს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები