აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნიმუშის 8226 პასპორტი მზადაა გასაცემად.

საპასპორტო სამსახურები მოუწოდებენ მოქალაქეებს, მათთვის მისაღებ დროს, მივიდნენ და მიიღონ დოკუმენტები. ამის შესახებ “ნუჟნაია გაზეტა” წერს.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში ძველი პასპორტები გაუქმდებოდა, თუმცა მიმდინარე წლის 21 იანვარს დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, 2005 წელს გაცემული აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადის პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაწევის თაობაზე.

გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში პენსიების შეუფერხებლად გაცემის მიზნით მიიღეს.

პასპორტიზაციის პროცესი დე ფაქტო რესპუბლიკაში 2016 წლის მაისში დაიწყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები