“აფხაზეთი საქართველოა” – ასეთი წარწერით არის გაფორმებული ახალი საკალათბურთო კლუბის, „აფხაზეთის“ მაისურები

“აფხაზეთი საქართველოა” – ასეთი წარწერით არის გაფორმებული ახალი საკალათბურთო კლუბის, „აფხაზეთის“ მაისურები

“აფხაზეთი საქართველოა” – ასეთი წარწერით არის გაფორმებული ახალი საკალათბურთო კლუბის, „აფხაზეთის“ მაისურები, რომელიც კლუბ „სოხუმის“ ბაზაზე შეიქმნა და ახალ სეზონში საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ლიგაში გამოვა.

„აფხაზეთის“ დამფუძნებელია გიორგი კვეტენაძე, მთავარი მწვრთნელი კი – გამოცდილი ლიტველი სპეციალისტი, მარტინას სტანკოვიჩუსია. „ა“ ლიგის გათამაშებისთვის „აფხაზეთი“ 12 კალათბურთელით ემზადება, საიდანაც სამი ლეგიონერია.

ამერიკელმა კალათბურთელებმა, კელვინ ამაიომ, კენი რაიმსმა და რილვან ბაკარემ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმეს. უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთ უცხოელ მოთამაშეს ელოდებიან.

„აფხაზეთში“ ითამაშებს ყველაზე მაღალი ქართველი კალათბურთელი სერგო ათუაშვილიც. ახალ სეზონში გუნდის მთავარი ვარსკვლავი კი ნიკოლოზ ცქიტიშვილი იქნება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი გუნდს დღეს შეუერთდა. ის თამაშს  რამდენიმე თვეში დაიწყებს. ცქიტიშვილი გასულ სეზონში ლიბანის ჩემპიონატში თამაშობდა და „ბიბლოსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

თვის ბოლომდე „აფხაზეთი“ თბილისში მოემზადება. 3 იანვრიდან კი ბათუმში ორკვირიან მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ლიგის გათამაშება 2019 წლის იანვრის ბოლოს დაიწყება.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები