ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლოშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლოშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლოშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესწრებოდნენ.

ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა.პრემიერმინისტრმა, ძალოვანი უწყების პირველმა პირებმა, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის მინისტრებმა და თბილისის მერმა პირადად მიუსამძიმრეს ივანე გოლაშვილის ოჯახს.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

41 წლის სპეცრაზმელი კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას თავის არეში დაიჭრა. კლინიკაში მიყვანისას მას ქალატვინის მძიმე ტრავმა აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ივანე გოლაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები