ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეიდან პატრულირებას იწყებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეიდან პატრულირებას იწყებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეიდან პატრულირებას იწყებს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი.
„დავით გარეჯში დღეიდან ვიწყებთ პატრულირებას, რომელიც იქნება სრულიად მშვიდობიანი. ვიქნებით მხოლოდ იმ ტურისტულ მარშრუტზე, რომელზეც ვმოძრაობთ და რომელიც თავიდან ჩაგვიკეტეს. ჩვენ ეს პატრულირება დავიწყეთ, პირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ხშირად ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს. ეს იქნება არა უფრო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფორმატში, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით კოორდინაციაში.
ვიქნებით იმისთვის, რომ საზოგადოებასთან დროულად მივიდის აქ მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია. ვიმეორებ, ეს იქნება მშვიდობიანი ფორმატის; ჩვენ ვიქნებით იმ ბილიკზე, რომელიც სადავოდ იქცა“, – განაცხადა ქაცარავამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები