ანრი ოხანაშვილი: რთულია, გჯეროდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოსი“

ანრი ოხანაშვილი: რთულია, გჯეროდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოსი“

„ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ იმსახურებენ არანაირ ნდობას საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი პარტიების დაყოფა თავიდანვე ტყუილი იყო.
„რთულია, გჯეროდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოსი“. მე არცერთი ამ ე.წ. პარტიის არ მჯერა. ეს არის რეალურად ერთი პარტია, ამიტომ ისინი არ იმსახურებენ არანაირ ნდობას საზოგადოების მხრიდან. მათი თითქოსდა დაყოფა იყო და არის ტყუილი“, – განაცხადა ოხანაშვილი.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ისინი ერთი ოჯახი არიან, ერთი სამშობლო და ერთი სამიზნე ჰყავთ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები