ანრი ოხანაშვილი – „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ცდილობენ, რომ გამოიწვიონ საზოგადოება

ანრი ოხანაშვილი – „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ცდილობენ, რომ გამოიწვიონ საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები პროვოკაციებით და უცენზურო სიტყვებით ცდილობენ, რომ გამოიწვიონ საზოგადოება, შექმნან შუღლი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„სტაბილური ფორმით ვაწარმოებთ წინასაარჩვენო კამპანიას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომეს, თუმცა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ყოველთვის ცდილობენ პროვოკაციებს და უცენზურო სიტყვებით, სალანძღავი სიტყვებით ცდილობენ, რომ გამოიწვიონ საზოგადოება, შექმნან შუღლი და ამითი წარმოაჩინონ, თითქოს ადგილი აქვს არაჯანსაღ გარემოს. ჩვენი პრინციპია მშვიდობიანი, ევროპული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა და ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ. არც ერთ პარტიას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ასეთი პროვოკაციების ფონზე სცადონ მათ ამ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა. ჩვენ მშვიდობიანად, ევროპული სტანდარტების დაცვით წარვმართავთ და გავაგრძელებთ წინასაარჩვენო გარემოს და ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს დამოუკიდებელი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები