ანრი ოხანაშვილი გორში მომხდარ მკვლელობაზე: დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ შსს-ს, რომ დადგენილია პირი, რომელიც ბრალდებულადაა ცნობილი

ანრი ოხანაშვილი გორში მომხდარ მკვლელობაზე: დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ შსს-ს, რომ დადგენილია პირი, რომელიც ბრალდებულადაა ცნობილი

დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა გორში მოკლული 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის და დამნაშავის დადგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„მინდა გამოვეხმაურო ქალაქ გორში დატრიალებულ მძიმე ტრაგედიას, პატარა ბავშვის საზარელ მკვლელობას – ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რამაც ყველა ჩვენგანი შეგვძრა. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამ საქმეზე დაკავებულია პირი და მე მინდა სრულიად ოჯახს, ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა, თუ გასამკაცრებელია კანონმდებლობა, უნდა გამკაცრდეს. თუმცა, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, აუცილებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმ გაწეული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისთვის, რომლებიც მათ აწარმოეს და ის, რომ დღეს დადგენილია უკვე პირი, რომელიც ბრალდებულად არის ცნობილი. უნდა დაველოდოთ სასამართლოს განხილვას და ეს პირი კანონის სრული სიმკაცრით უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები