ანრი ოხანაშვილი – ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს პარტია გაკოტრებულია

ანრი ოხანაშვილი – ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს პარტია გაკოტრებულია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში პროცესების ნორმალიზება არ სურს.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, იმ პროცესის მონაწილე იყოს, რომელსაც მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორები უცხადებენ და რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას უკავშირდება.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს პარტია გაკოტრებულია და მას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინტერესებთან. შესაბამისად, ერთადერთი ხერხი, რაც მათ ხელში რჩებათ, ეს არის დესტრუქცია და მცდელობა, რომ ქვეყანაში გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანონ. თუ მათ ამის მცდელობა ექნებათ, ამის შესაძლებლობა არ მიეცემათ, ვინაიდან სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ვინაიდან, გაკოტრებულ ჯგუფებს კონკურენციის უნარი არ აქვთ, მათ სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ ხელი მავნებლურ ქმედებებს მიჰყონ და ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. ამიტომ ეს სხვა არაფერია, თუ არა, გაკოტრებული პარტიის ხელწერა. ჩვენ ოპოზიციას არ მივცემთ უფლებას, რომ პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად მიღწეული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები