ანგელა მერკელმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უსამართლობა უწოდა

ანგელა მერკელმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უსამართლობა უწოდა

ეს არის უსამართლობა, რაც ხდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსულ ოკუპაციასთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მერკელს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ბოლოს გამართული შეხვედრისას აღნიშნულ საკითხზე საუბარი.
„ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა მერკელმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები