ანგელა მერკელმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ანგელა მერკელმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული მოლაპარაკებებისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაემართა.
გერმანიის კანცლერი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები