ანდრის მამიკინსი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას შეხვდა.

ანდრის მამიკინსი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას შეხვდა.

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის მომხსნებელი ანდრის მამიკინსი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას შეხვდა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში მან საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა მოამზადოს.
ევროპარლამენტის მომხსნებელი განმარტავს, რომ რეფორმების გატარებასა და საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებებით საქართველო მოწინავე სახელმწიფოა.
„აქ ვიმყოფები, რომ მოვამზადო ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს სამი წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს მხოლოდ ევროკავშირის დროშის ჩვენებაში არ გამოიხატება – თქვენ ხართ მოწინავე სახელმწიფო რეფორმების გატარებასა და საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა.
ანდრის მამიკინსის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
მამიკინსი დღესვე, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები