“ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირი დააკავა.

“ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირი დააკავა.

ვარკეთილში, ზემო პლატოზე, “ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირი დააკავა.

ვარკეთილში, მიმსინარე აქციის მონაწილეები „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციაზე დაპირისპირება მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

როგორც”კვირას” შსს-ში განუცხადეს დაკავებულები 166-ე მუხლის საფუძველზე არიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულთა შორის არის სამშენებლო კომპანიის დირექტორიც.

ადგილობრივების პროტესტს „ევროპული სამშენებლო კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. გიორგი ბენაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. მისივე თქმით, კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები