ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია, რატომ გამართა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია ,,ქართუ ბანკთან“

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია, რატომ გამართა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია ,,ქართუ ბანკთან“ თუ მას პრეტენზია ბიძინა ივანისვილთან ჰქონდა. ძაბირაძის თქმით, სააკაშვილის პარტიის აქტიურობის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა მიზიდულობის ცენტრი ვერ გახდება. მისი თქმით, შესაძლოა მმართველი პარტია რეიტინგს კარგავდეს,მაგრამ ეს ხმები ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ წავა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეიძლება, ივანიშვილის მიმართ პროტესტი ჰქონდეთ, ,,ქართუ ბანკი“ აქ რა შუაშია?! და მეორე, არა მგონია, რომ ამ აქციებით ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს, გაცდეს იმ ელექტორატს, რაც თუმდაც, გასული არჩევნების დროს ჰყავდა. შესაძლოა, ,,ქართული ოცნება“ რეიტინგს კარგავდეს, მაგრამ ეს ხმები არც ,,ნაციონალი მოძრაობას“ არ წაადგება. როგორც ჩანს, მათ ეს აქციები საკუთარი რესურსის მობილიზებისთვის უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმისთვის, რომ ახალი ელექტორატის მიზიდვას შეძლებენ და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ისევ მისაღები გახდებიან. სამწუხარო ფაქტია, რომ პოლიტიკური სპექტრის მიმართ მოსახლეობაში უფრო ნეგატიური დამოკიდებულებაა, ვიდრე პოზიტიური. ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკურ ნეგატივში, სადაც იმედი, რომ მასზე გავლენა მოახდინო და მიიზიდო, თავშივე უსაფუძვლოა. რაც ყველაზე მთავრია, მიზიდულობის ცენტრი ამ ქვეყანაში ,,ნაცმოძრაობა“ მაინც ვერ გახდება”,- განაცხადა ძაბირაძემ.