ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას პრეზიდენტის წინააღმდეგ „შავ პიარში“ ადანაშაულებს

ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას პრეზიდენტის წინააღმდეგ „შავ პიარში“ ადანაშაულებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას პრეზიდენტის წინააღმდეგ „შავ პიარში“ ადანაშაულებს. როგორც ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის დასტურია ერთ-ერთი ტელევიზიაში დარჩენილი მმართველი გუნდის წევრების ე.წ. შპარგალკა, სადაც მითითებული იყო მესიჯი – „პრეზიდენტი არის მავნებელი“.

„ჩვენ არაერთი შეტევა ვნახეთ პრეზიდენტზე სხვადასხვა საბაბით ერთი საერთო სლოგანით. ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს „შპარგალკა“ დარჩათ ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც დაგვირგვინებული იყო ტერმინი „პრეზიდენტი არის მავნებელი“. ეს „შპარგალკა“ აჩვენებს იმ შავ პიარს, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჯერ იყო პრეზიდენტის სასახლის თემა, შემდეგ იყო შეწყალების თემა და ა.შ. მათი გამაერთიანებელი არის მოხდეს შეტევა პრეზიდენტზე და მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციებზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები