ანა დოლიძე ვერ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს უჭირს დაკონკრეტება, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დოლიძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიას ნახავს.
“ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი შევიდა ჩიხში. არ გამონახა რესურსი უმრავლესობამ, რომ ეწარმოებინა კონსენსუსი და შეექმნა კომპრომისული დოკუმენტი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ კომპრომისული დოკუმენტის შექმნა, მისი წარმოდგენა და შეთავაზება უმრავლესობისთვის, ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის. იქნება თუ არა მოტივირებული შენიშვნები, ეს გადაწყდება მაშინ, როცა ვნახავთ ბოლო ვერსიას იმ პროექტის, რასაც მიიღებს უმრავლესობა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მსგავსი სიახლეები
ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და იმ შემთხვევაში, თუ პაატა ბურჭულაძის ბრალეულობა დადასტურდება მან პასუხი აგოს.

მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართა.
