პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანადოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ შორის “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციის საფუძველზეიქნება მიღებული.
დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, – აცხადებს დოლიძე.
მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობა სამწუხაროა
“წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავმართავთ კონსულტაციებს მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან. ეს ვითარება არის, რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება. კონსტიტუცია არ არის ვინმეს ანგარიში, ეს არის დოკუმენტი, რომელმც უნდა გაუძლოს საუკუნეებს”,- აღნიშნა დოლიძემ.