ამუკა მდინარაძე არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას განცხადებას, სადაც ბესელია აცხადებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება და მიზეზად მოუცლელობას ასახელებს.

ამუკა მდინარაძე არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას განცხადებას, სადაც ბესელია აცხადებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება და მიზეზად მოუცლელობას ასახელებს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არასერიოზულს უწოდებს ეკა ბესელიას განცხადებას, სადაც ბესელია აცხადებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება და მიზეზად მოუცლელობას ასახელებს.

„ჩემი შეფასება არის ასეთი, ეს ამბავი არის ტყუილი და არასერიოზული, მაგრამ თუ რამე მსგავსი არსებობს თეორიულად, რომ დაუშვათ, შესაბამის ორგანოებს უნდა მიაწოდოს აუცილებლად ინფორმაცია.

ადამიანი ამბობს, რომ აქვს საშინელი ინფორმაცია, ამაზე დიდი მორალური დანაშაული არ არსებობს, როდესაც ადამიანი მსხვერპლი ხდება, ამის იქით მორალური სტრესი რა შეიძლება მიიღოს? ეკა ბესელია კი ამბობს ასეთ დანაშაულზე ინფორმაციას ვერ მივაწვდი სამართალდამცავებს ერთი კვირა არ მცალიაო. ეს არის მისი პოზიცია მე მგონია, რომ არასერიოზული ხდება ეს ყველაფერი და ამის შესახებ დასკვნებს მე არ გავაკეთებ. ამის შესახებ დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მან მსგავსი რამდენიმე შემთხვევა იცის.
დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები