“ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ, გასცენ ორჯერადად აცრის ცნობა”

“ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ, გასცენ ორჯერადად აცრის ცნობა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს ამცრელ სამედიცინო დაწესებულებებში ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის აღება შეუძლიათ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცნობა სამახსოვრო ბარათისგან განსხვავებულია და მას სპეციალური კოდი აქვს. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ეს კოვიდპასპორტის პირველი ეტაპია.

„მგზავრობისთვის ან რაიმე სხვა მიზნებისთვის თუ გჭირდებათ ცნობა, რომ ხართ ორჯერადად აცრილი, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება. იქ, სადაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებთ, როდესაც აცრას დაარეგისტრირებენ, შეუძლიათ, მოგცენ არა მარტო აცრების ბარათი, არამედ ორჯერადად აცრის ცნობა. ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები