ამშენებლო კომპანია დომუსის დირექტორი ალექსანდრე კორძაია ადასტურებს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა თვითნებურად მოჭრეს ხე.

ამშენებლო კომპანია დომუსის დირექტორი ალექსანდრე კორძაია ადასტურებს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა თვითნებურად მოჭრეს ხე.

სამშენებლო კომპანია დომუსის დირექტორი ალექსანდრე კორძაია ადასტურებს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა 8 სექტემბრს, გვიან ღამით, თბილისში, თამარაშვილის გამზირზე, თვითნებურად მოჭრეს ხე.

“ძლიერი ქარი იყო თბილისში, რამდენიმე ხე, კერძოდ, ორი ხე ჩვენს ტერიტორიაზე წაიქცა, გამოვიძახეთ მერიის შესაბამისი სამსახური რეაგირებისთვის. სამწუხაროდ, ორჯერ იქნა გამოძახებული და გადატვირთული გრაფიკის გამო, ისინი ვერ მოვიდნენ. ამის შემდგომ ჩვენს შევისწავლეთ ტერიტორია, ერთ-ერთი ხე, რომელიც წლების წინ არის დაზიანებული, იქ რამდენიმე ხეა დაზიანებული გვერდზე ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის იურიდიულად. ერთ-ერთი ხე იყო საშიშროების წინაშე, რომ წაიქცეოდა, უკვე წამოქცეული იყო და ეს ხე მოვჭერით უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო”, – ამბობს ალექსანდრე კორძაია.

თბილისის მერიის თქმით, მოჭრილია ვერხვის 80 სმ-ის დიამეტრის ერთი ხე და გარემოზე მიყენებული ზიანი 2 ათას ლარს ცდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები