“ამომრჩეველი დაიბნა, რადგან არასდროს გვქონია შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას თავისი კანდიდატი არ დაესახელებინა”

“ამომრჩეველი დაიბნა, რადგან არასდროს გვქონია შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას თავისი კანდიდატი არ დაესახელებინა”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიბნა. როგორც მან ეს მოსაზრება განმარტა, ჩვენ არასდროს გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას თავისი კანდიდატი არ დაესახელებინა.
ხელისუფლების მხრიდან კი, ეს ნაბიჯი, სესიაშვილის თქმით, მაღალი დემოკრატიული სტანდარტიდან გამომდინარე იყო.
“ქართული ოცნების” მხრიდან სალომე ზურაბიშვილს სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენი ამომრჩეველი რაღაც მომენტში დაიბნა, რადგან პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის მიჩვეულები ვიყავით, რომ ხელისუფლებას ყოველთვის თავისი კანდიდატი ჰყავდა. ჩვენ ავიღეთ მაღალი დემოკრატიული სტანდარტი და მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს. ის არის ღირსეული კანდიდატი და მას ექნება სრული მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები