„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კახა კუჭავას წინადადება ჩვენთვის მისაღებია“

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კახა კუჭავას წინადადება ჩვენთვის მისაღებია“

კახა კუჭავას კონკრეტული წინადადება აქვს, რაც ჩვენთვის მისაღებია. ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, რაც წარმოადგინა, განსახილველია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული წინადადება ყურადღებას იმსახურებს.

„ეს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. შეთანხმება ახლა ვერ შედგა, მაგრამ მეორე მოსმენაზე დაგიბრუნდებით. ლოგიკური და გამართული წინადადებაა, რომელიც ორივე მხარის ინტერესს აკმაყოფილებს. შეთანხმების რესურსი არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მხარეებს შესთავაზა „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამოვიდეს ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით იმის მხრიდან, ვის მიმართაც ვრცელდება, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობა აღარ იყოს საჭირო პირის ამნისტირებისას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები